ქუთაისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის სასამართლო დავა დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე არ დაჯარიმდა. მოსამართლის განცხადებით, კანონდარღვევა არ არსებობს. მოსამართლის განცხადებით, კანონდარღვევა არ არსებობს. მერიას გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს. პროცესს მერიის წარმომადგებლები არ ესწრებოდნენ. 12 იანვარს თეთრ ხიდზე სტიკერის დაკვრის გამო მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გია გოქაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და მისი 500 ლარით დაჯარიმება მოითხოვა. ორგანიზაციაში მერიის გადაწყვეტილებას მათ წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლად აფასებენ და აცხადებენ, რომ მერია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგია.
http://www.newpress.ge/arasamtavrobo-organizaciam-qutaisis-merias-sasamartlo-dava-mougo.


































