მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის მერიაში ცვლილებები იგეგმება

BM.GE
31.01.19 08:59
712
ნიუპრესის ინფორმაციით ქუთაისის მერიაში ცვლილებები იგეგმება.. მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, სიახლეები რაც გვექნება, მოსახლეობა აუცილებლად შეიტყობს - ასე უპასუხა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მისი მოადგილეების შესაძლო გათავისუფლების შესახებ დასმულ კითხვას. ქუთაისის მერი არ გამორიცხავს მისი მოადგილეების გიორგი იობაშვილის და იუზა უგულავას თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას. გიორგი ჭიღვარია მხოლოდ იმას ამბობს, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და შედეგები მოსახლეობისათვის ცნობილი გახდება. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების თარიღად თებერვალა დასახელებული. შეგახსენებთ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქუთაისის მერიის მოადგილეების გიორგი იობაშვილის და იუზა უგულავას თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. როგორც აღნიშნავენ, თანამდებობას დაემშვიდობება იმერეთის ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილიც.

http://www.newpress.ge/reorganizacia-mimdinareobs-ra-siaxleebic-gveqneba-mosaxleoba-sheityobs.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები