მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის მერიის ზედამხედევლობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

BM.GE
08.03.19 09:45
1169
ქუთაისის მერიის ზედამხედევლობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ზვიად ჯავახიამ მერიაში ახლადშექმნილ სამსახურში გადაინაცვლა. ის რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ვინ შეცვლის ჯავახიას ზედამხედევლობის სამსახურში, უცნობია. ამ დროისათვის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს. ზვიად ჯავახია ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2018 წელს დაინიშნა. წინა მერის დროს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო.

http://www.newpress.ge/zviad-javaxia-auditis-samsaxuris-ufrosad-dainishna.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები