ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის შეკეთება ბიუჯეტს 5685 ლარი დაუჯდა. ნიუპრესის ინფორმაციით, ნიკა ლატარიას სამსახურებრივად მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი "ჰიუნდაი სონატა" ემსახურება. რომელსაც როგორც საკრებულოში აცხადებენ ძრავა დაუზიანდა და შეკეთებაც მას დასჭირდა. თანხა ბიუჯეტში საკრებულოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ხარჯების მუხლიდან გამოიყო. 2012 წლის, 20 000 ლარიანი ავტომობილი თვითმმართველობას შპს "მარსმა" გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ 2017 წელს აჩუქა.
http://newpress.ge/qutaisis-sakrebulos-tavmjdomaris-avtomobili-avariashi-moyva-da-bjuejts-5685-lari-daujda?fbclid=IwAR1aVMlpOx-tkt3rLspZCtxISUNlrr8oyH-xFeS8sK3kY0TQslSgpWs1knw.


































