მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

BM.GE
16.05.19 09:22
1159
ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე 2017 წელს 300 000 ლარად გაიყიდა. ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ გუნდი მერიისგან შეიძინა. ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, რამდენიმე პუნქტს მოიცავდა. მათ შორის გუნდის განვითარებას და ინვესტიციას. შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსი", რომელმაც გუნდი შეიძინა, 2016 წელს არის რეგისტრირებული, მას საწესდებო კაპიტალში 100 ლარი აქვს მითითებული. ელექტრონულ აუქციონზე არსებული პირობებით, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ განვითარებისათვის მყიდველს ყოველწლიურად ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის, ფუნქციონირების შემთხვევაში არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება, მათ შორის პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით 500 000 ლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა.


http://www.newpress.ge/torpedoshi-wljurad-1-5-milioni-laris-investicia-pirobebi-romelic-chachavam-ar-sheasrula.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები