ქუთაისში ავტომანქანების ტროტუარებზე დგომას მერიის სამსახური გააკონტროლებს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მთავრობამ მონიტორინგი ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე ავტომანქანების უნებართვოდ დგომის მიმართულებით უკვე აქტიურად დაიწყო. პირველ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება ყველა ფაქტის გამოვლენა და გაფრთხილების დოკუმენტით ინფორმირება სამართალდარღვევის შესახებ, განმეორებით შემთხვევაში კი, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები. ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა ბილიკების (ტროტუარების) კეთილმოწყობა.
http://www.newpress.ge/qutaisshi-avtomanqanebis-trotuarebze-dgomas-meriis-samsaxuri-gaakontrolebs.


































