გალაკტიონის კონცეფციით შექმნილი რესტორანი „გალა“ ქუთაისში 22 მარტს გაიხსნა, რომელიც არის ავთენტური ქართული რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულო სრულყოფილადაა წარმოდგენილი.
„გალას“ კონცეფციაზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ რესტორნის დამფუძნებელმა, ლილე მაღლაფერიძემ ისაუბრა.
„ჩვენი რესტორნის მენიუ სრულად წარმოდგენილია ქართული სამზარეულოთი, თუმცა პრიორიტეტი იმერული კერძებია. რაც შეეხება გარემოს, „გალაში“ გამოფენილია გალაქტიონის ნამუშევრები, ლექსები, ფრაზები და მეუღლისთვის, ოლია ოკუჯავასთვის მიწერილი წერილები“, - აღნიშნა ლილე მაღლაფერიძემ.
რესტორანი „გალას“ გახსნისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„გალას“ სივრცე 80 პერსონაზეა განსაზღვრული. მალე, რესტორანს დაემატება ახალი სივრცე და ჯამში უკვე 120 პერსონის მიღებას შევძლებთ. მენიუ საკმაოდ მოცულობითია. წამყვანი იქნება იმერული ტრადიციული დაფები, რაც შეეხება ღვინოებს, წარმოდგენილი იქნება მცირე საოჯახო მარნები, ბიო ღვინოები რომელიც საკმაოდ კარგად იყიდება, ამიტომ ამ მიმართულებით მეწარმეებს წავახალისებთ“ - ამბობს ლილე მაღლაფერიძე.
ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 8 ადამიანი.