მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაგზავნა

5ed25c30ed5be
BM.GE
30.05.20 17:11
2965
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

„ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს - მის გეგმებში დიდი კორექტირება არ მომხდარა. ქარხანა, პრაქტიკულად, საწამოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“, - აღნიშნა ნათია თირნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა.

„საწარმო პროდუქციას აწვდის ევროპის, რეგიონის ქვეყნებს და ახლა უკვე აშშ-საც. განსაკუთრებით დასაფასებელია და ჩვენც ყველანაირად ვეხმარებით, რომ მიუხედავად პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, მათ თავიანთი გეგმები არ შეცვალონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოებას გეგმავენ - ეს 2021 წელს ჩვენი ეკონომიკური აღმასვლის ერთ-ერთი კომპონენტია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები