მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში მზის პანელების საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდა

BM.GE
08.05.19 09:15
1834
ქუთაისს ბრიტანეთის საქართველოს მეგობართა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული მზის პანელების საწარმო - “AE Solar” მოინახულეს. ნიუპრესი წერს, რომ საწარმო დაფუძნებულია გერმანული და ამერიკული, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციით. მერი ჩაკვეტაძის განცხადებით, საწარმოში მათ განუცხადეს, რომ თბილისში, გაყიდვების ოფისში დასაქმებულია 50 ადამიანი, ქუთაისში კი 300-მდე ადამიანი. წარმოებული პროდუქცია გავა ევროკავშირის ქვეყნებში, წარწერით - "წარმოებულია საქართველოში". ქუთაისში „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" ტერიტორიაზე მზის ბატარეების წარმოებისთვის 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის შენობა 2017 წელს გამოიყო.


 http://www.newpress.ge/qutaisshi-mzis-panelebis-sawarmoshi-300-mde-adamiani-dasaqmdeba.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები