მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა

BM.GE
01.04.19 11:12
864
ქუთაისში ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა. ავტომშენებლის დასახლებაში არსებულ 6779 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალური მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრისათთვის ნახევრადღია ფარდულის ტიპის ლითონის კონსტრუქციის საკომპოსტე მოედანი (3024კვ.მ) შენდება. სამუშაოებისთვის პროექტირებისთვის მერიამ 30 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მოედანზე მხოლოდ მწვანე ნარჩენების შეგროვება მოხდება, რომელის კომპოსტირებითაც წარმოიქმნება სასუქი. მოედანი პროექტის "მდინარეების ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" ფარგლებში მოეწყობა. ორწლიანი პროექტი ნარჩენების სეპარირებულ მართვას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც პლასტმასთან ერთად მინის და ქაღალდის შეგროვება მოხდება. ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მოხდება. ქუთაისში ყოველწლიურად წარმოიქმნება 75 000 ტონა მუნიციპალური მყარი ნარჩენი. წარმოქმნილი ნარჩენების 47 % არის ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, რომელიც შეიცავს როგორც ე.წ. სამზარეულოს ნარჩენებს, ასევე მწვანე ნარჩენებს. წარმოქმნილი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების დაახლოებით 7-8%-ს წარმოადგენს მწვანე ნარჩენები, რომელიც ამჟამად მთლიანად ქალაქის ნაგასაყრელზე თავსდება. მოედნის მოწყობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

 http://newpress.ge/qutaisshi-mwvane-narchenebis-sakomposte-moedani-ewyoba.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები