მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია - ქუთაისის მერი

პარლამენტი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან BMG-ის უთხრა, უახლოეს მომავალში საჯარო გახდება კონცეფცია, თუ როგორი იქნება შენობაში განთავსებული ციფრული განვითარების ცენტრი.

„პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. იქ კეთდება ციფრული ჰაბი, ამაზე მუშაობს GITA, საქართველოს მთავრობის დავალებით და სულ მოკლე ხანში იქნება კონცეფციის ოფიციალური წარდგენა, თუ როგორი იქნება ჩვენი ციფრული განვითარების ცენტრი“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT ჰაბი შეიქმნას - ღარიბაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები