მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში "შავი პომიდორი" ბრუნდება - ჰოსტელი დამსვენებელს ახალ ლოკაციაზე უმასპინძლებს

62bd71472f869
მარიამ იზორია
01.07.22 10:10
1202

ქუთაისში მდებარე ჰოსტელი “შავი პომიდორი”, რომელიც პანდემიის გამო დაიხურა, განახლებული სახით დამსვენებელს უახლოეს პერიოდში უმასპინძლებს. ამჯერად სასტუმროს დამფუძნებლებმა საკუთარი შენობა შეიძინეს და ახლა რემონტის პროცესში არიან.

“შავი პომიდორის” დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ სასტუმრო შვიდ პრივატულ და ორ საერთო სარგებლობის ოთახს, ტერასას, ეზოსა და ღვინის ბარს გააერთიანებს. 

ელენე ზამთარაძე თბილისში მდებარე “შავ პამიდორზეც” საუბრობს, რომელმაც ფუნქციონირება ასევე პანდემიის პერიოდში შეწყვიტა და როგორც თავად ამბობს, დედაქალაქში სასტუმროს განახლებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. 

“ვინტაჟური ტიპის ჰოსტელმა დამსვენებლის მიღება 2019 წლის აპრილში დაიწყო. ჩვენი ძირითადი სეგმენტი ევროპელი სტუმრები იყვნენ და სწორედ ამიტომ 2020 წელს პანდემიის დაწყებასთან ერთად ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა. გაჩერება მოგვიწია, რადგან ჩვენი რესუსრსით ამ გამოწვევას ვერ გავუმკლავდით და ხშირად ხარჯებს საკუთარი ხელფასით ვანაზღაურებდით. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ მივხვდით, რომ “შავი პომიდორი” ასე მარტივად ვერ გაქრებოდა, არ დავნებდით და შენობა ვიყიდეთ. 

ჩვენი ახალი ლოკაცია საფიჩხიას უბანი, გოგებაშვილის 24 ნომერია. ახლა რემონტის პროცესში ვართ, რათა დამსვენებლის მიღება წლის ბოლომდე შევძლოთ. განახლებული შავი პომიდორი შვიდ პრივატულ ოთახს, ორ საერთო სარგებლობის ოთახს, ღვინის ბარს, ტერასას და მეტი სოციალიზაციისთვის უფრო დიდ ეზოს გააერთიანებს” - აღნიშნავს ელენე ზამთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები