მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში რექტორთა საბჭოს სხდომაზე უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე პროცესები განიხილეს - განათლების სამინისტრო

რექტორთა საბჭო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

"შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

  • 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა;
  • პროგრამების კრედიტების მოცულობის შესახებ ბრძანების პროექტი და პროგრამების ტრანსფორმირება;
  • უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსებისა და წარდგენის ვადები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს", - ნათქვამია პრესრელიზში.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები