ქუთაისში, 2020 წელს სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კრივის, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, ასევე ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლას, რისთვისაც 1 300 000 ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა, მედიის და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ასევე დაგეგმილია კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია, რისთვისაც 870 000 ლარი დაიხარჯება. საუბარია სახელოვნებო, ასევე მეორე, მესამე და მეოთხე მუსიკალურ სკოლებზე.


































