მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის II ფაზა გრძელდება

BM.GE
12.04.19 08:54
678
ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზა გრძელდება, რომელიც ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. სამუშაოების ფარგლებში 150-მდე აბონენტი ახალ ქსელზე გადაერთდა. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 260-მდე ქუჩაზე უკვე დასრულდა, ახალი ქსელები მოეწყო ჩიხებსა და შესახვევებში. შესრულებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგი და 90 000-მდე ადგილობრივ მცხოვრებელს წყლის ხარისხი გაუუმჯობესდა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 92 961 717 ლარით ფინანსდება.

http://www.newpress.ge/wyalmomaragebis-kompaniis-direqtorma-qutaisshi-mimdinare-samushaoebi-daatvaliera.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები