ქუვეითში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. სამივე დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ირანის ქალაქ მეშჰედიდან ჩავიდა, სადაც კორონავირუსის ეპიდემია იყო დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო alarabiya.net ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვირუსით დაავადებული ქუვეითის მოქალაქეა, მეორე - საუდის არაბეთის, ხოლო მესამის ეროვნება ამ ეტაპზე უცნობი რჩება.
„ქუვეითის მოქალაქე 53 წლის არის, საუდის არაბეთის - 61 წლის, ხოლო მესამე პაციენტი 21 წლის გახლავთ. ინფიცირებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნულია ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიცილურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სამივე პაციენტი იზოლირებულია და სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.