ქუვეითის მთავრობამ კრიპტოაქტივების სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაიხურება უკლებლივ ყველა კრიპტობირჟა; მაინინგი სრულად აიკრძალება, მოქალაქეებსა და კომპანიებს კი კრიპტოაქტივებით სარგებლობა შეეზღუდებათ.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კრიპტოაქტივები ტერორიზმის დაფინანსების და ფულის გათეთრების დიდ საფრთხეს შეიცავენ, ამიტომაც ქუვეითის მთავრობა მათ ლეგალიზებას არასოდეს დაუშვებს.
კრიპტოინდუსტრიის აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის ტექნოლოგიურ სამინისტროც, რომელმაც განაცხადა, ბლოკჩეინი უსარგებლო ინოვაციაა და მისგან სარგებლის მიღება შეუძლებელია.
ქვეყნის ეროვნული ბანკის განცხადებით, კრიპტოვალუტების ყიდვის აუცილებლობა რეალურად არ არსებობს, რადგან ქუვეითის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა ნებისმიერ კრიპტოვალუტაზე გაცილებით უკეთესი და გამოსადეგი იქნება.