მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუვეითის აეროპორტზე დრონებით მორიგი თავდასხმის შედეგად რადარების სისტემა დაზიანდა

ქუვეითის აეროპორტი

28 მარტს ქუვეითის აეროპორტზე დრონებით მორიგი შეტევის შედეგად რადარების სისტემა დაზიანდა. Reuters-ი ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ თავდასხმები ირანის მარიონეტული ძალებისა და მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ განხორციელდა.

ამავდროულად, ქუვეითის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 25 მარტს დრონების თავდასხმის შედეგად აეროპორტის საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც 58-საათიანი უწყვეტი ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია.

ცნობისთვის, ირანთან ომის გაფართოებასთან ერთად, თეირანმა დარტყმები ისრაელზე და ყურის იმ არაბულ სახელმწიფოებზე განახორციელა, სადაც აშშ-ის სამხედრო ობიექტებია განთავსებული. ისრაელი შეტევებს, ირანთან ალიანსში მყოფი 'ჰეზბოლას' მებრძოლების წინააღმდეგ ლიბანზე ახორციელებს. ხოლო იემენელმა ჰუსიტებმა, ირანის მხარდასაჭერად, ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები