მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუვეითმა ფორსმაჟორი გამოაცხადა და ნავთობის მოპოვება შეაჩერა

ქუვეითი

ქუვეითის სახელმწიფო ნავთობკომპანია KPC-მ ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა და ნედლი ნავთობის მოპოვება შეაჩერა, რაც პირდაპირ უკავშირდება ირანში მიმდინარე ომის გამო ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ბლოკირებას.

KPC-ის განმარტებით, რადგან ტანკერების უსაფრთხო გადაადგილება რეგიონში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, წარმოების გაგრძელებას კომერციულად აზრი დაეკარგა. ამასთან, ადგილობრივი საცავები უკვე მაქსიმუმამდე შეივსო, რაც დამატებით ლოგისტიკურ პრობლემას წარმოშობს.

ქუვეითის გარდა, მსგავსი ზომები უკვე მიიღეს ერაყმა და კატარმაც, რამაც გლობალურ ბაზარზე მიწოდების სერიოზული დეფიციტი და ენერგორესურსების ფასების 60%-იანი ზრდა გამოიწვია.

კომპანიის განმარტებით, ფორსმაჟორის გამოცხადება აუცილებელი გახდა ირანის მხრიდან მომავალი პირდაპირი მუქარებისა და საზღვაო ტრანსპორტისთვის შექმნილი კრიტიკული საფრთხეების გამო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ კონფლიქტი უახლოეს დღეებში არ შენელდა, ნავთობის მოპოვების შემცირება მოუწევთ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც, რაც გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები