ქუვეითმა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა, რისი მიზეზიც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაა.
არსებული ინფორმაციით, შექმნილმა ვითარებამ სპარსეთის ყურეში გემების შესვლა შეაფერხა, რაც ქვეყნისთვის მომხმარებლების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
სახელმწიფო კომპანია Kuwait Petroleum-მა მომხმარებლები პარასკევს გააფრთხილა, რომ ხელშეკრულების იმ პუნქტს ააქტიურებს, რომელიც დაგეგმილი მიწოდების შეჩერების უფლებას იძლევა.
ცნობისთვის, ფორსმაჟორი წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, როდესაც ამის მიზეზი მის კონტროლს მიღმა არსებული ექსტრემალური გარემოებებია.




























