მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ილია ჯალაღანია შეასრულებს

ილია ჯალაღანია

ქვემო ქართლში (ბოლნისში, გარდაბანში, დმანისში, თეთრიწყაროში, მარნეულში, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში) სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ილია ჯალაღანია შეასრულებს.

ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის თებერვალში პოსტზე დანიშნული ლევან ხარაბაძე სუს-ში მამუკა მდინარაძის მოადგილე გახდა.

რაც შეეხება ჯალაღანიას, ის ამ დრომდე რწმუნებულის აპარატში პირველმა მოადგილე იყო. 2025 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციით, მისი წლიური ხელფასი 46 194 ლარი იყო, ანუ თვეში 3 849 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები