მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვემო ქართლში პროექტებისთვის გამოყოფილი 65 000 000 ლარია გამოყოფილი

BM.GE
07.02.19 09:13
798
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონალური განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის და "სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის" დასახელებაში არსებული ცვლილებები განიხილეს. როგორც სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ინფორუსთავთან საუბარში ამბობს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებში გარკვეული კორექტირებები შევიდა. მისი თქმით პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია. მთავარია ამ ეტაპზე გამოჩნდნენ გამარჯვებულები და გაფორმდეს მათთან ხელშეკრულებები. არის მუნიციპალიტეტები, სადაც 100 % უკვე შესრულებულია ვალდებულებები პროექტების გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჯამში პროექტებისთვის გამოყოფილია 65 000 000 ლარი. ჩვენ გვექნება ამბიცია, რომ მოვითხოვოთ დამატებითი თანხები", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა.


https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8746.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები