მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვემო ქართლში საწარმოების რიცხვი, რომლებმაც თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემები დაამონტაჟეს, გაიზარდა

638304998d06d
გვანცა სანაია
27.11.22 09:29
823
ქვემო ქართლში, იმ საწარმოების რიცხვი, რომლებმაც თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემები დაამონტაჟეს, გაიზარდა.

ჯამში უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა, რეგიონში მოქმედმა 8 საწარმომ დაამონტაჟა, რომელთაგან 6 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონულ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია, ხოლო ორი რეგისტრაციის პროცედურებს გადის. ამის შესახებ BM.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს.

პროცედურულად საწარმოებმა მონიტორინგის სისტემის მონტაჟის შემდეგ, ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონულ სისტემაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც უწყვეტი მონიტორინგის პროცესი იწყება და ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში, ობიექტი ავტომატურად ჯარიმდება.

საწარმოების ჩამონათვალი, რომლებსაც სისტემები დამონტაჟებული აქვს: შპს „ემენ ქემიკალჯორჯია“ (რუსთავი, მანგანუმის ოქსიდის და მანგანუმის სულფატის წარმოება); სს „აზოტი“ (რუსთავი, ქიმიური მრეწველობა); შპს „ჯეოსთილი“ (რუსთავი, მეტალურგიული წარმოება); შპს„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ (რუსთავი, ცემენტის წარმოება); შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ (გარდაბანი, თბოელექტროსადგური); შპს „გარდაბნის თბოსადგური“ (გარდაბანი, თბოელექტროსადგური); შპს “გია 2019” (ცემენტის ქარხანა); შპს “მაქს იმპორტი” (ცემენტისქარხანა).

საწარმოებს მონიტორინგის სისტემების დამონტაჟებას გარემოსდაცვით კანონში შესული ცვლილებები ავალდებულებს. მიმდინარე წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში მონიტორინგის სისტემა ყველა რეგულირების ობიექტს უნდა ჰქონდეს.

ვიდრე პროცესი გრძელდება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს აგრძელებს. ინსპექტირების ფარგლებში, სექტემბრიდან დღემდე, სხვადასხვა დარღვევისთვის ათობით საწარმო დაჯარიმდა, ორ ობიექტს კი საქმიანობის უფლება შეეზღუდა:

“მიმდინარე წლის სექტემბრიდან დღემდე, ქვემო ქართლის რეგიონში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 30 საწარმოს მიმართ გამოვლენილია 38 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამო. 2 ობიექტს შეეზღუდა საქმიანობის განხორციელების უფლება”- განუცხადეს BM.GE-ს ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ინფორმაციისთვის, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა კანონში შესული ცვლილებებიდან ერთი წელი გავიდა და საწარმოების ნაწილს სისტემები ჯერ ადგილზეც არ ჩამოუტანიათ.

ამასთან, კანონში ცვლილებების შედეგად, გაზრდილია სანქციები გარემოს დაბინძურებისთვის და თუ საწარმო ემისიების რაოდენობის დადგენილ ნორმას გადააჭარბებს, 5-დან 40 000 ლარამდე თანხით ჯარიმდება; განმეორების შემთხვევაში სანქცია კიდევ უფრო იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები