ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების განვითარების ბანკის წარმომადგენლის, სოფიო ჩიხრაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელება ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ამის შესახებ მან გვირაბის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
“ჩვენმა ბანკმა წკერე-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის 53 მლნ ევროს დაფინანსება გამოყო. აღსანიშნავია მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიები, რომლებიც იყო უახლესი და უნიკალური თავისი მასშტაბით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ბანკის მიერ გამოყოფილი საგრანტო კომპონენტით მთავრობამ შეიძინა დრონები, რომელთა მეშვეობითაც წარმატებით ხორციელდება მშენებლობის კომპონენტი. ეს პროექტი ფინანსური ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში EBRD-ის და საქართველოს მთავრობას შორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის გაძლიერებაში”, - განაცხადა ჩიხრაძემ.
გვირაბის გაყვანა 900 მილიონი ლარი ჯდება, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტს ჩინეთის რკინიგზის გვირაბების კორპორაცია და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აშენებენ.