თბილისის მერი კახა კალაძემ მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს: „2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები“.
კახა კალაძის პრემიერობასთან დაკავშირებული ინფომრიაციის წყარო მიხეილ სააკაშვილია.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.