გურია, ბათუმი, ქობულეთი…ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია. ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული. მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ 112-ს გზავნილი მოგვიწოდებს!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის,მეორე დღეა მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს, გურიაში ჩარჩენილებს დახმარება გაუწიონ. Facebook ჯგუფში "მოსახლისეები გურიისთვის" ვრცელდება ინფორმაცია მოსახლეობისთვის საჭირო ნივთების: გარე დამტენების, სანთლებისა და მედიკამენტების შეგროვების შესახებ.
რამდენიმე წუთის წინ, გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან - "ოცნების" მთავრობა




























