მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანას რესურსების პრობლემა არ აქვს, მაგრამ სტიქიასთან უძლურები ვართ - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

ქვეყანას რესურსების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან უძლურები ვართ, - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შოვში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებიც უძლურნი არიან სტიქიის წინაშე.

„ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ უძლურები ვართ - რაღაცების პრევენცია ან თავიდან არიდება ალბათ შეუძლებელია ხოლმე.  

ასეთი რამ არა მხოლოდ საქართველოში ხდება, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ქვეყნები უძლურნი არიან სტიქიური უბედურების პრევენციის და აღკვეთის მიზნით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეგახსენებთ, შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო 18-ს კვლავ ეძებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები