შსს-ს ინფორმაციით, შოვში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
სამაშველო ღონისძიებაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან ჩართული.
შეახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვის გარდაცვლილების ამოყვანა მიმდინარეობს.
სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უკვე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.