მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს ვერტმფრენებიც ჰყავს, მაგარი ავიაციაც, მაგრამ ჰავაიზე ხანძრის გამო 100 ადამიანი დაიწვა - გომელაური შოვის სტიქიაზე

გომ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის. აღნიშნულის შესახებ მან შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა და მაგალითად ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე, მაუიზე, გაჩენილი ხანძარი მოიყვანა, სადაც ასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

„ეს ბუნებრივი შემთხვევაა და შეიძლება ყველგან მოხდეს. კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი ვართ, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, არის წამის თემა. რა მოწყობილობაც არ უნდა დავაყენოთ, ათასობით ოჯახია, რომელიც მაშინ უნდა გავასახლოთ, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, სამწუხაროდ, ვერ გავექცევით.

რაც ჰავაიზე მოხდა, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. აშშ, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანა, ვერტმფრენებიც ჰყავთ, ჩვენზე მაგარი ავიაცია, მაგრამ მოხდა. ხდება, რა ვქნათ, ბუნებაა. სამწუხაროა, დიდი უბედურება მოხდა“,- განაცხადა გომელაურმა.

ჰავაიზე ხანძრის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები