მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე შოვის სტიქიაზე განცხადებას ავრცელებს

ხაზარაძე
BM. GE
04.08.23 01:00
55

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე შოვში მომხდარ სტიქიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს. იმედია, დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ.

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!

სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც… ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!“,- წერს ხაზარაძე. 

შეგახსენებთ: შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. მიზეზი კი ცუდი ხილვადობაა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა  თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ღამით ვერტმფრენი ფრენას ვერ ახერხებს, ამიტომ ადამიანების ძებნა მეხანძრე-მაშველების მიერ გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები