მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის განმავლობაში ვერტმფრენი ფრენას ვერ ახერხებს - შსს-ს საგანგებოს უფროსი შოვის სტიქიაზე

თემურ

შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. მიზეზი კი ცუდი ხილვადობაა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა  თემურ მღებრიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ღამით ვერტმფრენი ფრენას ვერ ახერხებს, ამიტომ ადამიანების ძებნა მეხანძრე-მაშველების მიერ გაგრძელდება.

"ხვალ თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი დილიდანვე 3 ვერტმფრენი იქნება ჩართული საევაკუაციო სამუშაოებში. არ გამოვრიცხავთ, რომ 50 ადამიანიდან, ვისთან კავშირიც ჯერ ვერ მოხერხდა, იმ კონკრეტულ ლოკაციებზე იყვნონ, სადაც ახლა უსაფრთხო ზონებია მოწყობილი ჩვენი მეხანძრე მაშველების და პოლიციის მიერ. ახლა ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. 

ღამის განმავლობაში ვერტმფრენი ფრენას ვერ ახერხებს, თუმცა ამ დროისთვის არის 150-მდე მეხანძრე-მაშველი სტიქიის ზომაში და ტერიტორიის გადამოწმება მიმდინარეობს", - თქვა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები