სტიქიის ზონაში, მიწის დამუშავების დროს, 2 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, - ამის შესახებ შსს-ში Bm.ge-ს უთხრეს.
ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა.