მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი - შსს

სტ
BM. GE
03.08.23 20:27
71

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.

მათივე ცნობით, ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები“, – აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები