შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, რომელთაგანაც ხუთი ბავშვია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.
„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება", – აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ: მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის დაშავებულები არ არიან.