მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში 180-დან მხოლოდ 40 გასართობი ცენტრი დარჩა - ასოციაცია

61e020a0357c4
ლიკა გურაბანიძე
13.01.22 20:42
2260
“საქართველოს მასშტაბით, 180-დან მხოლოდ 40 გასართობი ცენტრი დარჩა, ხოლო 40-დან დახურვა კიდევ რამდენიმეს ემუქრება,” - ასეთია პანდემიიდან ორი წლის თავზე ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მთიულიშვილის პროგნოზი.

მისი თქმით, ცენტრების რაოდენობის შემცირებით, ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა.

“დიდი ადამიანური რესურსი დავკარგეთ, როგორც ბიზნესს სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გადავრჩენილიყავით და კადრები შევამცირეთ. მაგალითად ჩემი კომპანია “ლაიქის” მოყვანა შემიძლია, სადაც ჯამში 140 ადამიანი მუშაობდა და დღეს მათი რაოდენობა 30-ს შეადგენს.” - აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა.

მისი თქმითვე, დახურული ობიექტების და შეკვეთების შემცირების, ასევე გაძვირებული კომუნალური გადასახადების ფონზე, ბიზნესებს მომსახურებაზე ფასების 20%-ით ზრდა მოუხდათ.

“ბაზარს ფეხი უნდა ავუწყოთ ყველაფერი გაძვირებულია, მათ შორის ენერგომატარებლები და საკვები პროდუქცია. ფასების ზრდა შეკვეთების შემცირებამაც გამოიწვია.

მაგალითად, თუ ადრე ცენტრებში თვეში საშუალოდ 70 დაბადების დღე იმართებოდა, დღეს ეს რაოდენობა 20-მდე შემცირდა. ობიექტის გადარჩენისთვის კი თვეში საშუალოდ 50 დაბადების დღის ჩატარებაა საჭირო.” - აღნიშნა ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები