მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში 1800-ზე მეტი ჭკვიანი კამერაა, მაგრამ ხშირად ისინი ჩართული არ არის“

63811127e1f3a
ალა ისპირიანი
25.11.22 23:55
1046
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ჭკვიანი კამერები, რომელიც წესით მძღოლების გადაადგილებას უნდა აფიქსირებდეს, ხშირად ჩართული არ არის.

მან გადაცემა, „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე ნეგატიურად ისიც აისახება, რომ ჭკვიანი კამერები ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული.

„მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური, რადგან ერთი კონკრეტული საკითხის მოგვარებით მთლიანად იმ მოცემულობას ვერ მივიღებთ, რომ ზოგადად წარმატებული რეფორმა იყოს. ტექინსპექტირების გამეორებით გაუვლელობისთვის ჯარიმა იქნება. ასევე კამერების პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული. ქვეყანაში 1800-ზე მეტი ჭკვიანი კამერა გვაქვს თუმცა ხშირად ისინი ჩართული არ არის. რეალურად მთელი ქვეყანა ჭკვიანი კამერებით მოცული არ არის, რაც ნეგატიურად აისახება რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.

ასევე აუცილებელია გზებზე კონტროლი იყოს. როდესაც საპატრულო ეკიპაჟი ხედავს გარკვეული ხარვეზებით გაადვილდება ავტომობილი აუცილებელია რეაგირება მოხდეს. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ავტომფლობლამდე უნდა მივიტანოთ "მესიჯი", რომ გამართული ტრანსპორტით გადაადგილება აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

მან ასევე ავტომობილის ტექინსპექტირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება, რომელიც ტექდათვალიერების მეორედ არგავლის შემთხვევაში, სანქციების 150-დან 700 ლარამდე დაწესებას ითვალისწინებს, მძღოლებს ავტომობილის ტექინსპექტირებისგან თავის არიდების საშუალებას აღარ მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები