მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში 284 ელექტროსადგურის მოწყობა იგეგმება - რამდენია აქედან ჰესი, ქარის და მზის სადგურის?

ენერგეტიკა

საქართველოს პრემიერის წლიური ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა გრძელდება.

ანგარიშის მიხედვით, გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, 4 ჰიდროელექტროსადგური - „დმანისი ჰესი“, „როშკა ჰესი“, „კორშაჰესი 1“, „ტოლოში ჰესი“ აშენდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრით − 6 მგვტ-ია.

პრემიერის ანგარიშში ჰესების, ქარის და მზის სადგურების მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების სტატისტიკაა მოყვანილი, რომლის მიხედვით ამჟამად, სულ 284 ხელშეკრულებაა გაფორმებული, მათგან 214 ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე 26 ქარისა და 44 მზის ელექტროსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით.

„გაფორმებული ხელშეკრულებებით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე − 3 396 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით, 13 მლრდ კვტ/სთ-ია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, პრემიერის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დანერგილი განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა და დასრულდა 800 მგვტ დადგმული სიმძლავრის მეორე აუქციონი. აუქციონზე შევიდა 147 განაცხადი ჯამურად 1900 მგვტ სიმძლავრეზე. ამჟამად მიმდინარეობს გამარჯვებული კომპანიების გამოვლენისთვის საჭირო პროცედურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები