მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში ბევრი ვადაგადაცილებული პროექტია" - დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატი

„ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში ბევრი ვადაგადაცილებული პროექტია, რომელსაც ყურადღება უნდა მოექცეს. მან ამის შესახებ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ ვადაგადაცილებული პროექტების ერთ-ერთ მაგალითად მცხეთის მუზეუმი და მორატორიუმი მოიყვანა.

„ძალიან ბევრი პროექტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ვადებს გასცილდა, მაგალითად მცხეთის მუზეუმი. საგარანტიო ვადა ისე გაუვიდა მუზეუმს, რომ ვერ გავხსენით. მაგრამ მცხეთის მთავარი, 10- წლიანი პრობლემაა მცხეთის მორატორიუმი.

ქალაქს განვითარების პერსპექტივა არ აქვს და მოქალაქეები ამით ძალიან იზღუდებიან, ამიტომ აქ აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დასრულდეს.

ასევე ჩემმა სვანმა მეგობრებმა დამაბარეს და მე მგონი ეს თხოვნა კი არა მოთხოვნა უფრო იყო - თეთნულდის კურორტის შემაერთებელი გზა სოფელ მულახთან - საბაგირო გზაზეა საუბარი და მეც ვუერთდები მათ თხოვნას თუ მოთხოვნას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები