ქვეყანაში ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც BM.GE-სთან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ახალ სადაზღვევო პროდუქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვავას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის, რომელმაც შესაძლოა შეცდომა დაუშვას და იმ პირისთვისთვისაც, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. მგონია, რომ ყველა მხარისთვის მომგებიანია"-განაცხადა ონოფრიშვილმა.
მისივე თქმით, მუშაობა მიდის კიდევ ერთ სავალდებულო დაზღვევის პროდუქტზე, რომელიც სამშენებლო სექტორზე ვრცელდება.
"ამ შემთხვევაში საუბარია მშენებლობის პროცესის ვადებთან დაკავშირებით. როცა გეუბნებიან, რომ პირობითად 2 წელში უნდა დასრულდეს მშენებლობა, მსგავსი ტიპის დათქმების გადაზღვევა უნდა მოხდეს. ასევე მშენებლობის პროცესში შესაძლოა მის გვერდში მყოფ ქონებას, გარემოს ზიანი მიადგეს და ა.შ. ეს სქემებია. მსოფლიოში ეს მიღებული პრაქტიკაა.
მუშაობის პროცეში ვართ. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში კანონპროექტების სახით უკვე გვექნება”,-განაცხადა ონოფრიშვილმა.




























