მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში გადაწყვეტილებები უფრო პოლიტიკურია და არა მონაცემებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული” -CRRC

კობა თურმანიძე

ხშირად კვლევები აზრს კარგავს, რადგან მისი გამოყენება ქვეყანაში პოლიტიკის განმახორციელებლების მხრიდან არ ხდება - კვლევითი ორგანიზაციები ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. საკითხზე “ჯიპას” ორგანიზებით პანელური დისკუსიაც გაიმართა.

როგორც CRRC-ის დირექტორი კობა თურმანიძე ამბობს, ქვეყანაში პოლიტიკის განმახორციელებლების მხრიდან ხშირად კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

“ხშირად კვლევები ყურადღების მიღმა რჩება და გადაწყვეტილება არის უფრო პოლიტიკური ვიდრე მონაცემებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არა მგონია მხოლოდ ერთი დისკუსიით ეს საკითხი გადაწყდეს, მაგრამ ამ მიმართულებით დისკუსიის გაგრძელება და გზების ძიება ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს CRRC-ის დირექტორი კობა თურმანიძე.

ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგა ხიშტოვანიც. ხიშტოვანის თქმით, პოლიტიკის განმახორციელებელი პირების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ გადაწყვეტილებების მიღება მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ხდებოდეს, მაგრამ მისი თქმით, რეალობა სხვაა.

“გაცხადების დონეზე ვიცით, რომ საჯარო გადაწყვეტილებები უნდა იყოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული თუმცა პრაქტიკაში გვაქვს გამოწვევები. მათ შორის, რომ ავიღოთ რეგულირების ზეგავლენის შეფასების რეფორმა ძალიან კარგი მაგალითია რომ დავინახოთ გამოწვევები.

გვაქვს კარგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, მაგრამ პრაქტიკაში მისი გამოყენება საერთოდ არ ხდება”, - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგა ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები