მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონი ტოტალური "ლოქდაუნის" შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს“

60f7d63472093
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.21 12:11
922
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ მან მედიის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნა მოსახლეობიდან მოდიოდა და მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი ტოტალური „ლოქდაუნის“ გამოცხადების საშუალებას არ იძლევა.

„ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან დიდი აქცენტი შეზღუდვების წინააღმდეგ კეთდებოდა. სოციალური და ეკონომიკური ფონი მძიმეა, რაც ტოტალური „ლოქდაუნის“ შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა არც არის, იქიდან გამომდინარეც, რომ ვაქცინაციის შესაძლებლობა გვაქვს.

ჩვენთვის დღეს მეტად აქტიური მექანიზმი, იმისთვის რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, ვაქცინაციაა და იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ჯერ კიდევ ძალაშია. არავის უთქვამს, რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები, ქორწილები დასაშვებია, ეს არის დღეს ეპიდემიის მთავარი ბუსტერი. ამდენად აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რაც უკვე დადგენილია",  - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები