მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში პრემიუმ კლასის უძრავი ქონების დეფიციტია”-RENTALS

ბინები

ქვეყანაში ახალი სამშენებლო პროექტების ზრდის მიუხედავად კვლავ დეფიციტურია მაღალი კლასის საცხოვრებელი უძრავი ქონება. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია “RENTALS”-ის მმართველი პარტნიორის თქმით, დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია მსგავსი კატეგორიის საცხოვრებელი ბინების შეძენა ან დაქირავება. ზურაბ ერისთავის თქმით, ასეთი ტიპის ბინებზე მოთხოვნა ძირითადად ბიზნესებისგან და დიპლომატების მხრიდან მოდის.

“თუ ავიღებთ პირამიდის წვეტს და ვილაპარაკებთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქონებაზე სერიოზული დეფიციტი გვაქვს დღესაც. როგორც გაყიდვის კუთხით მიწოდება ნაკლებია, ისე გაქირავების კუთხითაც.

ჩემი დაკვირვებით ჩვენმა დეველოპერებმა დაიწყეს უფრო პატარ-პატარა ბინების მშენებლობა, რაზეც იყო უფრო მეტი მოთხოვნა და უცებ ასეთმა ნაკადმა, რომელმაც მოთხოვნა 200, 300, 400 კვადრატულობის ბინებზე გააჩინა ამისთვის ბაზარი მოუმზადებელი იყო.

ეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, თუმცა მიწოდების ნაწილში ისევ გვაქვს პრობლემები, ასეთი ბინები ჩვენ არ გვაქვს”, - ამბობს RENTALS-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები