პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში არ იზღუდება სიტყვის თავისუფლება, ტრანსპორტის გადაადგილება, არ წესდება საკომენდატო საათი და ა.შ. იზღუდება 10-ზე მეტი პირის დახურულ სივრცეში შეკრება. მუშაობას განაგრძობენ სასურსათო მაღაზიები, საფინანსო ინსტიტუტები და ა.შ.
როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, იმედია, არ მოუწევთ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.




























