მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში სასამართლო დავების სისწრაფე ყველაზე პრობლემურია“ - ნინო ლიპარტია

ლიპარტია

სამედიცინო სფერო დღითიდღე მზარდია და სამწუხაროდ სამართლებრივი პრობლემებიც ამ სფეროში მრავლად არის, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ადვოკატმა და „სამედიცინო დავების ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო ლიპარტიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ვადებისა, პრობლემაა ექსპერტიზის ნაწილიც.

„სასამართლო დავების სისწრაფე დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პრობლემურია, მათ შორის სამედიცინო დავების მიმართულებითაც. ჩემი აზრით ეს ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული. მიმაჩნია, რომ ადამიანებმა/მხარეებმა ერთმანეთთან სასამართლოს მიღმა საუბარი უნდა ისწავლონ, რაც სასამართლო დავებს შეამცირებს, შესაბამისად ეს დაასწრაფებს სხვა დავების განხილვას, მაგრამ სამედიცინო დავებში მორიგების ნაწილი და კომუნიკაცია მედიაციით გამორიცხულია. სამედიცინო დავები ძირითადად კომპლექსურია, კიდევ უფრო რთულია მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, რადგან სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.

როცა პაციენტები თვლიან რომ არასასურველი შედეგი გამოწვეულია ექიმის ბრალეულობით, ეს პრობლემა ექსპერტიზას საჭიროებს. სამწუხაროდ არ გვყავს სათანადო რაოდენობის ექსპერტები საქართველოში, ან არის შემთხვევები, როდესაც ინტერესთა კონფლიქტის გამო სპეციალისტები ექსპერტიზის პროცესში არ ერთვებიან,“ - განაცხადა ნინო ლიპარტიამ.

ცნობისთვის: „სამედიცინო დავების ცენტრი“ 2023 წლის ბოლოს შეიქმნა და ამჟამად გუნდის შევსება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ცენტრთან 5 ადვოკატი თანამშრომლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები