10 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 433 296 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კერძოდ, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 879 384 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30.8%-ს შეადგენს.
ხოლო სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 19.4%-ია.
ამასთან, 9 სექტემბერს სულ აიცრა 24 325 ადამიანი.



























