მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სურსათის ბანკები შეიქმნება - როგორ იმუშავებს სურსათის განაწილების კანონი?

BM.GE
10.05.23 11:34
214
პარლამენტში საკომიტეტო განხილვებს გადის უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც სურსათის ნარჩენებს, მის დანაკარგებს და შეწირულობას შეეხება. კანონპროექტით, ბიზნესებს საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემათ, რაც წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. თუ სურსათს ეტიკეტზე მითითებული ვადა გასდის, მოქმედი კანონი მისი მოხმარებისთვის გამოყენებას კრძალავს და ბიზნესს მისი ჩამოწერის ვალდებულება აქვს, წარმოდგენილი ცვლილებებით კი ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დაბალი რისკის პროდუქციის მოხმარება, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაშვებული გახდება. 

ეს კი მისცემს ბიზნეს სექტორს იმის საშუალებას, რომ აღნიშნული პროდუქტი არ გაანადგუროს და გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სურსათის ბანკებს. სურსათის ბანკის ცნება ახალია კანონმდებლობაში, ამ სტატუსის მიღება არსებულ ან ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და ამავდროულად დააკმაყოფილებენ ჰასპთან გათანაბრებულ სტანდარტებს. შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. როგორ იმუშავებს პრაქტიკაში სურსათის შეწირულობის შესახებ კანონი?

სტუმარი: ჯუბა მარუაშვილი - "FAO საქართველოს" პოლიტიკის უფროსი მრჩეველი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები