2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7%-ით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში პირველ კვარტალში ხელფასი 279.4 ლარით (18.9%) გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით კი ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 740.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 57.1%-ით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 832.9 ლარი, გაიზარდა 14.8%-ით) დარგებში ფიქსირდება.
2023 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 252.4 ლარით (18.1%) გაიზარდა და 1 643.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.