მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანის მოსახლეობის 8,5% ემიგრაციაშია" - ხიშტოვანი

ემიგრაცია

2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 245 064-მა ადამიანმა დატოვა.

როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა BM.GE-სთან განაცხადა, 2012 წლიდან დღემდე, 300 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ქვეყანა დატოვა, რაც საქართველოს მოსახლეობის 8,5%-ია.

კვლევითი ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, ემიგრანტების 1/3 ბოლო 2 წელზე მოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ წლიდან წლამდე ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

"საქართველოდან, ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეების 10%-მდე მიდის. რაც შეეხება მიზეზებს, მთავარი მიზეზი, მეტი შემოსავლის ნახვა და გაზრდილი შესაძლებლობებია. როგორც ჩვენი, ასევე პარტნიორი კომპანიების კვლევები აჩვენებს ქვეყანაში კვალიფიციური კადრების შემცირებაზე.

ემიგრაციის დინამიკა არის უცნაური. იმის მიუხედავად, რომ ბოლო სამი წელია ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, 300000 ემიგრანტის 1/3, ბოლო 2 წელზე მოდის. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ეს პრობლემა 10 წლის წინ იყო და ახლა აღარ არის და ქართველები საქართველოში ბრუნდებიან, ჯერ ეს ერთი, ამის თქმა არ შეიძლება. ამ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ქართველები ქვეყნიდან მიდიან. მიდიან მეტი და მეტი",- აცხადებს ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები