მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც მომდევნო 5 წელში ყველაზე სწრაფად გაიზრდება

გაიანა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი განვითარებადი ბაზრები გლობალური ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ, რაც ძირითადად დემოგრაფიული ცვლილებებითა და მომხმარებელთა კლასის ზრდით იქნება განპირობებული. ამავე დროს, ნავარაუდევია ისიც, რომ არაერთი პატარა ქვეყნის ეკონომიკა, ბუნებრივი რესურსების მდიდარი საბადოების გამო მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად სამხრეთ ამერიკის მესამე ყველაზე პატარა ქვეყანა, გაიანა, 2024-2029 წლებში მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა იქნება და საპროგნოზო ნაერთი წლიური ზრდის ტემპი 19.8% მიაღწევს. ეს მოცემულობა, ქვეყანაში ExxonMobil-ის მიერ 2015 წელს ნავთობის საბადოების აღმოჩენას უკავშირდება, რამაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაიანას ეკონომიკის გაოთხმაგება განაპირობა. სავალუტო ფონდი პროგნოზირებს რომ 800 000 მოსახლიაინი ქვეყანა 2028 წლისთვის, 1 მოსახლეზე მოპოვებული ნედლი ნავთობის ოდენობით, მსოფლიოში ნომერ პირველი გახდება.

მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა საპროგნოზო ნაერთი წლიური ზრდის ტემპის მიხედვით მოზამბიკი იქნება, სადაც ეს მაჩვენებელი, 7.9%-ს გაუტოლდება. 7.2%-იანი შედეგით კი მას რუანდა მოჰყვება.

სავალუტო ფონდი ნაერთი წლიური ზრდის 6.8%-იან ტემპს ელის ბანგლადეშის შემთხვევაში. ქვეყანას, სადაც ექსპორტის 85%-ი ტექსტილზე მოდის, ნავარაუდევია, რომ აზიაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი ექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში 170 მილიონიან ქვეყანას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით უარყოფითი შედეგი არასდროს ჰქონია.

ბანგლადეშს, საპროგნოზო ნაერთი წლიური ზრდის ტემპის 6.7%-იანი მაჩვენებლით ეთიოპია და ნიგერი მოსდევენ, ხოლო მე-7 ადგილს 6.6%-ით - უგანდა იკავებს.

ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზრების სიაში ვხვდებით 3 ტრილიონ 942 მილიარდი მშპ-ს მქონე, მსოფლიოში მეხუთე უმსხვილეს ეკონომიკა - ინდოეთსაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-იდან 2029 წლამდე, ქვეყნის ნაერთი წლიური ზრდის ტემპი 6.5%-ს მიაღწევს. მოსალოდნელი შედეგი, დიდწილად, მზარდი სამომხმარებლო კლასითა და ინვესტიციების გაზრდილი მოცულობით იქნება განპირობებული.

რაც შეეხება, რეიტინგში შემავალ დარჩენილ ქვეყნებს. მე-9 პოზიციაზე 6.4%-იანი საპროგნოზო ნაერთი წლიური ზრდის ტემპით ვიეტნამი ხვდება, ხოლო ათეულს 6.3%-იანი მაჩვენებლით, დასავლეთ აფრიკის ქვეყანა, სენეგალი ხურავს.

რაც შეეხება საქართველოს, Imf-ის პროგნოზის თანახმად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ 5.43%-ი, იქნება რითაც საქართველო მსოფლიოში რიგით 23-ე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები