ჰიდროენერგია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ საუკეთესო განახლებად რესურსად მიიჩნევა. განვითარებული სახელმწიფოები მას აქტიურად იყენებენ, რადგან ენერგიის მიღების ეს გზა მაღალი მდგრადობით, შედარებითი უსაფრთხოებითა და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზემოქმედებით გამოირჩევა.
bm.ge გიზიარებთ იმ ქვეყნების ხუთეულს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ითვისებენ წყლის რესურსებს და მსოფლიოში უდიდეს ჰიდროენერგეტიკულ სიმძლავრეებს ფლობენ:
1) ჩინეთი
გამომუშავება: 422 გიგავატი
რაოდენობა: 41,000 სადგური
2) ბრაზილია
გამომუშავება: 110 გიგავატი
რაოდენობა: 1,350 სადგური
3) აშშ
გამომუშავება: 102 გიგავატი
რაოდენობა: 1,450 სადგური
4) კანადა
გამომუშავება: 83 გიგავატი
რაოდენობა: 550 სადგური
5) რუსეთი
გამომუშავება: 56 გიგავატი
რაოდენობა: 100 სადგური
ამ მომენტისთვის საქართველოში ელექტროსისტემაში ჩართული ოცდაათამდე ჰესია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 4 751 მეგავატია.




























